გაერო-ში ანტირუსული რეზოლუციისთვის ხმის მიცემის გამო, სერბეთმა ბოდიში მოიხადა

24 თებერვალს, გაერო-მ კენჭი უყარა უკრაინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც რუსული ჯარის გასვლას მოითხოვს. კენჭისყრაზე სერბეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას.

მოგვიანებით, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს თავი უნდა შეეკავებინა ხმის მიცემისგან და ბოდიში მოუხადა სერბ ხალხს.

“ვფიქრობ, სერბეთმა დღეს შეცდომა დაუშვა. ბოდიშს ვუხდი სერბეთის მოქალაქეებს და ვაღიარებ ჩემს ბრალს, რადგან, ალბათ ვიყავი დაღლილი და გადატვირთული, ყველაფრის გაკონტროლება ვეღარ მოვასწარი. სერბეთს თავი უნდა შეეკავებინა”. – თქვა ვუჩიჩმა.

კრემლში განაცხადეს, რომ მიიღეს სერბეთის პრეზიდენტის ბოდიში დელეგატების გამო, რომლებმაც გაეროში უკრაინის შესახებ ანტირუსულ რეზოლუციას ხმა „შეცდომით“ მისცეს.

„მართლაც, ტექნიკური შეცდომები ხდება და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეთაურის ასეთი სწრაფი რეაქცია ჩვენთვის ძალიან მისაღებია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები