იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული: ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკა წმენდს გზებს – იწმინდება საფეხმავლო ბილიკებიც

“ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკა წმენდს გზებს. იწმინდება საფეხმავლო ბილიკებიც”,- ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის უმეტეს სკოლასა და ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

„ნალექი თოვლის სახით იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკა წმენდს გზებს. იწმინდება საფეხმავლო ბილიკებიც. სწავლა შეჩერებულია მუნიციპალიტეტის უმეტეს სკოლასა და ბაღში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები