შალვა პაპუაშვილი: როდესაც აქლემები ჩხუბობენ, კოზაკი იჭყლიტება – საქართველო არაერთხელ ყოფილა ასეთ როლში, ეს გაკვეთილი ჩვენ მივიღეთ მათ შორის 2008 წელს და ამიტომაც არის, რომ ხალხმა 2022 წელს არ დაუშვა იმავეს განმეორება

“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ იწყება ასეთი ომები და ისიც ვიცით რით სრულდება სამწუხაროდ. ეს გაკვეთილი ჩვენს მივიღეთ 2008 წელს და ამიტომაც არის, რომ ამ გაკვეთილით დაბრძანებულმა ქართველმა ხალხმა 2022 წელს არ დაუშვა რომ იგივე განმეორებულიყო საქართველოში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა გეოპოლიტიკური ძვრების მსხვერპლი, რაც ამჯერად ქართველმა ხალხმა არ დაუშვა.

„ეს რეზოლუცია, რომელიც აშშ-მა დააინიციირა, ფაქტობრივად ანარეკლია იმ რეზოლუციის, რომელიც 2021 წლის პირველ თებერვალს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. მოვუწოდებდით ყველას, რომ თავიდან აეცილებინათ ეს ომი და სამწუხაროდ ვერ შეძლო სამყარომ ამის თავიდან აცილება. დღეს უკვე ცხადია, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. შემდეგ გაირკვა, რომ იქ მიდიოდა მიმოწერები დიდ სახელმწიფოებს შორის სხვადასხვა საკითხებზე; როდესაც აქლემები ჩხუბობენ, კოზაკი იჭყლიტება. საქართველო არაერთხელ ყოფილა ასეთ როლში, მათ შორის 1921 წელს, ზუსტად ასეთი გეოპოლიტიკური ძვრების მსხვერპლი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს გაკვეთილი ჩვენ მივიღეთ, მათ შორის მივიღეთ 2008 წელს. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ როგორ იწყება ასეთი ომები, ვნახეთ რა შინაარსი აქვს, როგორ გრძელდება ეს ომები და ისიც ვნახეთ, როგორ სრულდება. 2008 წლის ომიდან რვა თვე იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გადატვირთვის წითელი ღილაკი გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. წელიწად-ნახევარი იყო გასული ჩვენი ომიდან, როდესაც 2010 წლის 9 მაისის წითელ მოედანზე ამერიკის შეერთებულ შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ იწყება ასეთი ომები და ისიც ვიცით რით სრულდება სამწუხაროდ ასეთი ომები და ეს გაკვეთილი ჩვენს მივიღეთ 2008 წელს და ამიტომაც არის, რომ ამ გაკვეთილით დაბრძანებულმა ქართველმა ხალხმა 2022 წელს არ დაუშვა რომ იგივე განმეორებულიყო საქართველოში და ახალი ომი გვქონოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები