ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, უზბეკეთის მიგრაციის სააგენტოს ხელმძღვანელს ბეხზოდ მუსაევს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი, უზბეკეთის მიგრაციის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბეხზოდ მუსაევს შეხვდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრისას, მხარეებმა, საქართველოსა და უზბეკეთს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ, სააგენტოს ხელმძღვანელს ქვეყანაში შრომითი მიგრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო უზბეკეთის საიმედო პარტნიორია.

მხარეები სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც შეთანხმდნენ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები