“დღევანდელი დღე გვახსენებს თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ ჩვენ, გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო – ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ” – პაპუაშვილი

“დღევანდელი დღე გვახსენებს თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ ჩვენ, გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო. სამწუხაროდ, 1921 წელს ჩვენ ვერ შევძელით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მაშინაც ვხედავდით ქართველებს, რომლებიც ნაწილი იყვნენ ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფისა, მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან, რომლებიც გვპირდებოდნენ მხარდაჭერას, გვერდში დგომას, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა ჩვენი იუნკრების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა და სამწუხაროდ ამ დიდ ძალას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა. წლები გავიდა და დღესაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები