საბჭოთა ოკუპაციის 104 წლისთავთან დაკავშირებით, შსს-ს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
საბჭოთა ოკუპაციის 104 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო დროშები, ასევე, დაშვებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.