დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან მესამე წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოს მრავალ ქალაქში იგეგმება.
რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ტაივანში, ავსტრალიაში, ბელგიაში, ესპანეთში, აშშ-ის ბევრ შტატში და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.
„სოლიდარობის ჯაჭვის“ აქცია გაიმართა საქართველოს ქალაქ ბათუმშიც, რომლის მონაწილეებმა უკრაინას მხარი დაუჭირეს და საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
ამასთან, უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის გასვლასთან დაკავშირებით, კიევში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან. უკვე ქვეყანაში არიან კანადისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.