„3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დაჯდომას არ ვაპირებთ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ „საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში“.
მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხია გადასაჭრელი.
„3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დაჯდომას არ ვაპირებთ. არც დიპლომატიური ურთიერთობები გაგვაჩნია და არც სხვა ტიპის. ჯერ ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა რაიმე ტიპის ფორმატი იქნება თუ არა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.