გურამ მაჭარაშვილი: სამწუხარო მოცემულობა იყო, რომ უკრაინის სახელმწიფო წააქეზეს ამ ომში

„სამწუხარო მოცემულობა იყო, რომ უკრაინის სახელმწიფო წააქეზეს ამ ომში და რისთვისაც წააქეზეს, ანუ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, იმაზე დღეს მკაფიოდ ეუბნებიან, რომ არ მიიღებენ ნატოში,“ – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა დონალდ ტრამპის უკრაინის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„სამაგიეროდ ამ სამი წლის თავზე უკრაინამ დაკარგა 100 ათასობით ადამიანი, ტერიტორიები, ბუნდოვანი მომავალი, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა. დღეს ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას არ მიიღებენ ნატოში და ამბობს იმას, რომ ზელენსკის შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ომი.

ამას ჩვენ ვამბობდით წერილებში, კომენტარებში და დღეს ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა ის, რომ ჩვენ ვიყავით მართლები“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები