მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შესახებ შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც დაუშვებლად ცნო
ონლაინგამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შესახებ შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც დაუშვებლად ცნო.
ცნობისთვის, ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა. შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ამაღლობელმა 38-ე დღეს მიიღო.