ლადო ბოჟაძე –  ოპოზიცია ყველაფერს იწუნებს, რაც საქართველოსთვის კარგია და მხოლოდ ის მოსწონს, რაც საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ცუდია, ამიტომ გასაკვირი არაფერია

„ოპოზიცია ყველაფერს იწუნებს, რაც საქართველოსთვის კარგია და მხოლოდ ის მოსწონს, რაც საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ცუდია, ამიტომ გასაკვირი არაფერია, მით უმეტეს იმ ოპოზიციისგან, რომელმაც აგვისტოს ომამდე, 2007 წელს გააუქმა სამშობლოს ღალატის მუხლი,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ისინი გეგმავდნენ ხალხისთვის და საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის ეღალატათ.

„ჩვენ ვაბრუნებთ მუხლს ზუსტად იმ ფორმულირებით, რაც მანამდე იყო. სწორედ იმის გამო, რომ ვინმეს გარკვეული პოლიტიკური ინსინუაციების საშუალება არ მიეცეს. სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი დაბრუნდება და ყველას ეცოდინება, ვინც უკვე უღალატა ან მომავალში სამშობლოს ღალატს აპირებს. ამ მუხლის დაბრუნების საჭიროება ძალიან მარტივია, მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ასეთი მუხლი არ არსებობს. ის საჭიროებები და გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, გვავალდებულებს, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს სისხლის სამართლის კოდექსში, რათა საზოგადოებამ ზეპირსიტყვიერად, პოლიტიკოსის ქცევით ან დამოკიდებულებით შეაფასოს მისი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის, ქვეყნის მიმართ და ყველაზე მთავარი, ამას ასევე სამართლებრივი შეფასება მიეცეს“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები