პრობლემა ის არის, რომ აშშ ამბობს იმას, რაც პუტინს მოსწონს – ზელენსკი

შეერთებულ შტატებს ახლა სურს, ასიამოვნოს რუსეთის მმართველს ვლადიმერ პუტინს, რათა მიაღწიოს სწრაფ წარმატებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა წარმატება არ არის.

“პრობლემა ის არის, რომ აშშ დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც პუტინს ნამდვილად მოსწონს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთელი საქმე, რადგან მათ უნდათ ასიამოვნონ პუტინს, იცით რა? პირისპირ შეხვდნენ და სწრაფად მიაღწიონ წარმატებას. მაგრამ რაც მათ სურთ, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაა, ეს არ არის წარმატება”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

უკრაინული მედიის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ხმამაღალი ტაშის ქვეშ” უკრაინა ლეგალურად არ დათმობს თავის ტერიტორიებს და არ მოაწერს ხელს არანაირ შეთანხმებას.

რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვი და ვაშინგტონი იმუშავებენ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის პირობების შესაქმნელად, რადგან ქვეყნები  ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები