კახა კალაძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ყველა ადამიანმა, ვინც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა, პასუხი უნდა აგოს

„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს. ყველამ პასუხი უნდა აგოს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატებას ეხება.

„სამწუხაროდ, ბოლო წლების, თვეების განმავლობაში ვიხილეთ კონკრეტული დაჯგუფებები და ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს, უცხო ქვეყნის ინტერესებს. ისინი დგამდნენ ნაბიჯებს, რომლებიც სიძულვილითა და ბოროტებით იყო გაჯერებული, საზოგადოების გახლეჩის მცდელობები ჰქონდათ. ვნახეთ კონკრეტული ფაქტები, როდესაც იგეგმებოდა ექსტრემისტული ორგანიზაციების, რადიკალების დაფინანსება. სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ჩადიოდა ამ ტიპის ქმედებებს, მოქმედებდა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, პასუხი უნდა აგოს. ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები