ტრამპი პრობლემების გადამჭრელია – კირილ დმიტრიევი

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოიხსენია, როგორც პრობლემის გადამწყვეტი.

„ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი პრობლემების გადამჭრელთა გუნდია, ადამიანები, რომლებმაც უკვე გადაჭრეს მთელი რიგი დიდი გამოწვევები ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტურად და ძალიან წარმატებით“, – განუცხადა კირილ დმიტრიევმა ჟურნალისტებს.

მისივე განცხადებით, ამერიკულმა ბიზნესებმა დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარი დაკარგეს რუსეთიდან გასვლის გამო.

“ეკონომიკური ზიანი იმის გამო, რაც ახლა ხდება, ძალიან ბევრ ქვეყანას მიადგა და გვჯერა, რომ წინსვლა პრობლემების მოგვარების გზით არის შესაძლებელი“, – აღნიშნა დმიტრიევმა.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დმიტრიევმა შესაძლოა, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენის შესახებ აშშ-ის დელეგაციასთან გასამართ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს, რათა ეკონომიკური საკითხები განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები