შოლცი ძლიერი უკრაინული არმიის აუცილებლობაზე საუბრობს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ძლიერი უკრაინული არმიის აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

შოლცმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელია თუ არა გერმანული ჯარების განლაგება უკრაინაში სამშვიდობო მისიისთვის.

„როგორ შეიძლება იყოს მშვიდობის გარანტია უკრაინელების თავზე გადაწყვეტილების მიღების გარეშე? ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ აქცენტი უნდა იყოს ძალიან ძლიერ უკრაინულ არმიაზე, თუნდაც მშვიდობის დროს.

ეს იქნება მთავარი ამოცანა ევროპის, შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო მოკავშირეებისთვის“, – თქვა კანცლერმა.

მისივე თქმით, „არავითარი საკითხი უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების შესახებ“ არ იქნება განხილული მანამ, სანამ ომი გრძელდება.

მანვე დასძინა, რომ უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ მომავალ საკითხებს მაშინ განიხილავენ, „როცა დრო მოვა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები