Washington Post: ევროპას სურს უკრაინაში 25 000-ზე მეტი ჯარისკაცის განთავსება
ევროპული ქვეყნები განიხილავენ უკრაინაში 25 000-დან 30 000-მდე ჯარისკაცის განთავსებას, – ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროპული გეგმის უახლესი ვერსია ითვალისწინებს რამდენიმე ბრიგადისგან შემაკავებელი ძალის <…> შექმნას, შესაძლოა 25-დან 30 ათასამდე ჯარისკაცისაგან, რომელიც არ იქნება განლაგებული საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, მაგრამ მზად იქნება ძალის ჩვენებისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურომ ადრე განაცხადა, რომ დასავლეთი ქვეყანაში ასი ათასი ადამიანისგან შემდგარ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო კონტიგენტს განათავსებს, რათა უკრაინის საბრძოლო მზადყოფნა აღადგინოს. აღნიშნულ უწყებაში მიიჩნევენ, რომ ეს რესპუბლიკის დე ფაქტო ოკუპაცია იქნება.
პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ სამშვიდობოების განლაგება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ კონფლიქტში მონაწილე მხარეების თანხმობით. მისი თქმით, მეზობელ ქვეყანაში მათზე საუბარი ნაადრევია.