პაატა სალია – “ნაცმოძრაობის” მმართველობაზე: ითესებოდა შიში არა მარტო ბიზნესში, ასე იყო პენიტენციურ სისტემაშიც და ასე იყო ყველა სფეროში

“ჩვენი მიზანი არის, გამოვკვეთოთ სისტემური დანაშაული და მაღალი თანამდებობის პირების დანაშაული ამ ქმედებებში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ „დღის ქრონიკაში“, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

„არსებობდა სისტემა, რომელიც იმართებოდა უმაღლესი ხელისუფლების პირების მიერ და ეს სისტემა იყო შექმნილი იმგვარად, რომ ადამიანებს უკვე პირველივე მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი ვაჭრობის და ფაქტობრივად, პირველივე შეთავაზებისთანავე დაეთმოთ ქონება. იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის შედეგები უკვე წინასწარ ცნობილი იყო და არანაირ მოლაპარაკებაზე, როგორც დღეს გაცხადდა სხდომაზე, იმ დროინდელი ხელისუფლება ვაჭრობაში არ შედიოდა და ეს იყო ყველასთვის მკაცრი სიგნალი, რომ რასაც უბრძანებდნენ, ის უნდა განეხორციელებინათ. ასე ითესებოდა შიში არა მარტო ბიზნესში, ასე იყო პენიტენციურ სისტემაშიც და ასე იყო ყველა სფეროში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები