„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს თუ არღვევს ვინმე, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება და ეს პოლიტიკასთან არანაირად არ არის დაკავშირებული, კანონმა ყველასთვის უნდა იმუშაოს” – ქადაგიშვილი

“პოლიტიკური დევნა არ არის, ვინმე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს თუ არღვევს, მის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება და ეს პოლიტიკასთან დაკავშირებული არანაირად არ არის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“აქამდე გვესმოდა მავნე ნარატივი, რომ ხელისუფლება არჩევნებს საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების გამო იგებს, რადგან მთლიანად დამორჩილებული ჰყავსო. თურმე, აღმოჩნდა, რომ საჯარო სამსახური სრულებითაც არ ჰქონია დამორჩილებული, თუ ისევ მათ პროპაგანდას მოვუსმენთ, რომ ათასობით ადამიანის სამსახურიდან გაშვება ხდება. „ქართულ ოცნებას“ წმენდა არ ჩაუტარებია, თუმცა კანონმა ყველასთვის უნდა იმუშაოს, როგორც საჯარო მოსამსახურეებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები