ეროვნული ბოტანიკური ბაღი ინოვაციურ სამეცნიერო კვირეულს გამართავს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ინოვაციურ სამეცნიერო კვირეულს გამართავს. კვირეული მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს, ბიოტექნოლოგიების შესახებ მეტი გაიგოს და მცენარეთა კვლევის უახლეს მიღწევებს გაეცნოს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ხუთდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში, მსურველები შეისწავლიანDNA-ის გამოყოფას მცენარეული მასალიდან, მიკროსკოპით კვლევას, არბოტომის პრაქტიკულ გამოყენებას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკაში.

კვირეულის მონაწილეები ასევე, მიიღებენ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, გაეცნობიან უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას, ექნებათ წვდომა უფასო საგანმანათლებლო მასალებთან.

პროგრამა, რომელიც მარტიდან დაიწყება, განკუთვნილია მე-10-11-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებისთვის, ასევე, ბიოლოგიით, ტექნოლოგიებითა და გარემოს დაცვით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები