აშშ-ში ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) ადგილობრივ პოლიციას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მათ დაკარგეს კონტაქტი Rockwell Commander-ის თვითმფრინავთან.
პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტთან ახლოს მდებარე ტყის მასივში იპოვეს. უწყების განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავში 2 მიცვალებული იყო.
FAA-მ განაცხადა, რომ ისინი ავიაკატასტროფას ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოსთან ერთად იძიებენ.