აშშ-ის წარმომადგენლებს საუდის არაბეთში ლავროვი და უშაკოვი შეხვდებიან
საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი სამშაბათს ერ-რიადში აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან,- ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„სავარაუდოა, რომ სამშაბათს ერ-რიადში ისინი გამართავენ შეხვედრას ამერიკელ კოლეგებთან, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დაეთმობა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების მთელი ინტერვალის აღდგენას“, – განაცხადა პესკოვმა.