ევროპელი ლიდერები უკრაინასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები საგანგებო სამიტზე მიიწვია.
სამიტი დაადასტურა ელისეის სასახლემ, სადაც ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს გამართავს “არაფორმალურ” შეხვედრას გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების და დანიის მთავრობის მეთაურებთან, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს მას შემდეგ მართავენ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან ომის დასრულებაზე ევროპის მონაწილეობის გარეშე დაიწყო.