საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის „რაგბი ევროპის“ კიდევ ერთი მატჩი გამართა და სტუმრად ესპანეთი დაამარცხა.
პირველი ტაიმი საქართველოს სასარგებლოდ – 13:34 დასრულდა, მეორე ტაიმში კი ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 32:62 მოუგეს.
შედეგად, საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.