“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატარების ოჯახებსა და ახლობლებს, რომელთა ტკივილი განუზომელია.

თანავუგრძნობ სრულიად საქართველოს”, – წერს ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები