ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ბათუმში ორი მცირეწლოვნის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ბათუმში ორი მცირეწლოვნის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან.

მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები