სამშენებლო კომპანია “ანაგი” ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სამშენებლო კომპანია “ანაგი” ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

”ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული უბედური შემთხვევა მოხდა სამშენებლო მოედანზე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთ და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია”, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები