“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა” – მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული ორი ბავშვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ უმძიმეს წუთებში გულითად სამძიმარსა და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს”, – აღნიშნავს ყაველაშვილი.