„უმძიმესი ღამეა; სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც “ოცნების ქალაქში” დატრიალდა” – თორნიკე რიჟვაძე

ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„უმძიმესი ღამეა; სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც “ოცნების ქალაქში” დატრიალდა. დაიღუპა ორი არასრულწლოვანი. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს.

ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს. ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – წერს თორნიკე რიჟვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები