აშშ-ის სენატმა რობერტ კენედი უმცროსი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა რობერტ კენედი უმცროსი ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მდივნად დაამტკიცა.
მედიის ცნობით, კონგრესის ზედა პალატაში რობერტ კენედის კანდიდატურას მხარი 52-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო 48 – წინააღმდეგი იყო.
მიჩ მაკკონელი ერთადერთი „რესპუბლიკელი“ სენატორი იყო, რომელმაც კენედის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
რობერტ კენედი უმცროსის კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარადგინა.