აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, რუსეთი კვლავ შეუერთდეს „დიდ შვიდეულს“ (G7).
შეერთებული შტატების ლიდერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჯგუფიდან მოსკოვის გარიცხვა შეცდომა იყო.
„მსურს მათი დაბრუნება. ვფიქრობ, მათი გარიცხვა შეცდომა იყო. საქმე არ არის იმაში, მოგწონს თუ არა რუსეთი. ეს იყო დიდი რვიანი. მე ვთქვი: „რას აკეთებთ? თქვენ მხოლოდ რუსეთზე საუბრობთ და ისინი მაგიდასთან უნდა ისხდნენ“. ვფიქრობ, პუტინს ძალიან გაუხარდებოდა დაბრუნება“, – განაცხადა ტრამპმა.