საფრანგეთის პრეზიდენტი აშშ-ს პალესტინელი ხალხის პატივისცემისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის წინადადებას ღაზის „დაუფლების“ შესახებ და ამერიკას პალესტინელებისა და მათი არაბი მეზობლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„ორ მილიონ ადამიანს ვერ ეტყვი: ახლა გამოიცანით რა? თქვენ უნდა გადაგასახლოთ. ღაზა არ არის ცარიელი ტერიტორია, ეს არის მიწა, სადაც ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სურს ცხოვრება. ახლა სწორი პასუხი არის მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა. ახლა არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ეს უნდა შენარჩუნდეს.“, – განუცხადა მაკრონმა CNN-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მაკრონის თქმით, ასევე პატივი უნდა სცენ ეგვიპტესა და იორდანიას, რომელსაც დონალდ ტრამპი ღაზიდან გადასახლებული პალესტინელების მიღებას სთავაზობს.

“ტრამპის მიერ წამოყენებული პროვოკაციული წინადადება ასახავდა პალესტინელების ღაზიდან მეზობელ ეგვიპტესა და იორდანიაში გაყვანის გეგმას, სადაც შეერთებული შტატები ანკლავის „გრძელვადიან მფლობელობას“ აიღებს”,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

როგორც “სიენენი” წერს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი პირდაპირ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი “ჰამასის” 2023 წლის 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, მაკრონი არ ერიდება საჯაროდ აკრიტიკებს ისრაელის პოლიტიკას ღაზასა და ლიბანში მის სამხედრო ოპერაციებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები