“ჰამასი” აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ერთგული რჩება
მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდება, თუ “ჰამასი” არ გაათავისუფლებს მძევლებს შაბათს შუადღისთვის, დაჯგუფებამ საპასუხოდ განაცხადა, რომ შეთანხმების ერთგული რჩება,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
„ჰამასის მოძრაობა რჩება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული მანამ, სანამ ოკუპაცია მას ემორჩილება. ხაზს ვუსვამთ, რომ ოკუპაცია არის ისრაელის მხარე, რომელმაც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და სწორედ მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ნებისმიერ გართულებაზე ან შეფერხებაზე“,- აცხადებენ დაჯგუფებაში.
ასევე, “ჰამასი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ჯგუფი ტრამპის კომენტარებს, მათ რასისტულს უწოდებს და აცხადებს, რომ გეგმა ღაზიდან პალესტინელების “განდევნის” შესახებ წარმატებას ვერ მიაღწევს.
“ჩვენ უარვყოფთ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებზე ღაზას სექტორიდან ჩვენი ხალხის რეკონსტრუქციის საბაბით გადასახლების შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.