უკრაინა და რუსეთი კურსკის ოლქში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები კურსკის ოლქში უკრაინის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

როგორც მედია ვარაუდობს, 1500-ზე მეტი რუსი მშვიდობიანი მოქალაქე კვლავ ცხოვრობს კურსკის რეგიონის რაიონებში, რომლებიც უკრაინის არმიამ აგვისტოში დაწყებული ტრანსსასაზღვრო შეტევის დროს დაიპყრო.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მზად იყო მოსკოვთან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე ემუშავა.

კრემლმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს აკეთებს კურსკის ოკუპირებულ ნაწილებში მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად.

”ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ამ საკითხზე უკრაინასთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, ამიტომ არსებობს პოზიტიური გადაწყვეტის იმედი”,- განაცხადეს კრემლში.

კურსკის რეგიონიდან გადასახლებული მოქალაქეების ნაწილი რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის იერიშიდან თითქმის 6 თვის განმავლობაში მათი საკითხის უგულებელყოფაში ადანაშაულებდა. აღნიშნულმა ჯგუფებმა ამ დროის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქციაც მოაწყვეს.

კიევი ამტკიცებს, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის შიგნით იქნება მნიშვნელოვანი ვაჭრობის საშუალება კრემლთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები