ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებს განათავსებს
ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და სამხედრო ფორმირებების განლაგების ნებართვა გასცა,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს გამომდინარეობს ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შეთანხმებიდან, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „საკავშირო სახელმწიფოს“ ფარგლებში, რომელსაც ლუკაშენკომ ხელი მოაწერა მინსკში, 2024 წლის 6 დეკემბერს. 5 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი რუსეთსა და ბელარუსს შორის ამ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ.
შეთანხმება ბელორუსისთვის მოიცავს ე.წ. ბირთვული ქოლგის შექმნას და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას.
ხელშეკრულება გაფორმებულია 10 წლის ვადით და მისი შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ „მეორე მხარის ასეთი განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინებით, შესაბამისი პერიოდის გასვლამდე მინიმუმ ექვსი თვით ადრე“.