ირაკლი ზარქუა: „ტვ პირველმა“, „ფორმულამ“, „მთავარმა არხმა“ მე გამასამართლეს – ჯერ ერთი თვე მომისაჯეს, შემდეგ ერთი წელი, გამამათრახეს – ბრიტანული კანონი რომ იყოს, ასეთ სიგიჟეებს ვერ დაწერენ

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა “მედიის კანონის” დაინიციირების საკითხს გამოეხმაურა.

„დღეს ყველას, ვისაც შეუძლია დაგაბრალებენ, შეგითითხნიან, შექმნიან რაღაც ისტორიას და მერე თავი უნდა იმართლო. კონკრეტული მაგალითია ჩემზეც, აბუ-დაბის ამბებზე: არ გახსოვთ ოპო-მედიაში, პოლიტიკური ორგანიზაციის მედიები რომ არის, დაწყებული “ტვ პირველი”, “ფორმულა”, “მთავარი არხი” მე გამასამართლეს: ჯერ ერთი თვე მომისაჯეს, შემდეგ ერთი წელი, გამამათრახეს… რომ იყოს ბრიტანული კანონი, სადაც არის ფაქტებზე დაყრდნობით და სიმართლე, ასეთ სიგიჟეებს ვერ დაწერენ და თუ დაწერდნენ შესაბამისი ჯარიმები იქნებოდა, როგორც ბრიტანულ კანონმდებლობაშია. შესაბამისად, ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტად მაღალი სტანდარტები და შესაბამისად, მოვუხმობთ ბრიტანულ კანონს და გადმოვიტანთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი მუშაობას იწყებს და მალე დაინიციირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები