ინდოეთში სპილომ გერმანელი ტურისტი მოკლა

ინდოეთში, სპილომ 77 წლის გერმანელი ტურისტი საკუთარი ეშვების გამოყენებით მოკლა,- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ინციდენტი ვალპარაის ქედის გზატკეცილზე დაფიქსირდა. მედიის ცნობით, მოქალაქე გზაზე მოტოციკლით მიდიოდა და გზაზე არსებულ ბუსუსში შორიდან სპილო ვერ შენიშნა. როდესაც მას მიუახლოვდა, სპილომ მას ეშვებით აგრესიულად შეუტია. სხვა სატვირთო მანქანის მძღოლი ეცადა, სიგნალების მეშვეობით ცხოველს ყურადღება გადაეტანა და უცხოელი გადაერჩინა.

ტურისტი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მას მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა და საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები