პრემიერი – საქართველოში აშშ-ის საელჩო, USAID, NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება

საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID, ისევე როგორც NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას შეეხებოდა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შეიცვლება აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-სა და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის.

„როდესაც საუბარია ცვლილებებზე, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს, როგორც USAID-ს, NED-ს, ისე საელჩოს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, შეიცვლება სწორედ აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-სა და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები