თურქეთმა ISIS-სთან კავშირში მყოფი 164 პირი დააკავა

ჩვენმა უსაფრთხოების ძალებმა ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს ქვეყნის 21 პროვინციაში და ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან (ISIS) კავშირში ეჭვმიტანილი 164 პირი დააკავეს, – ამის შესახებ თურქეთის შს მინისტრმა ალი იერლიკაიმ განაცხადა.

„ანტიტერორისტული ოპერაცია გასული კვირის განმავლობაში 21 პროვინციაში განხორციელდა, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის 164 წევრი დააკავეს. ჩვენი სოციალური სოლიდარობა და საერთო ღირებულებები ტერორიზმის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თავდაცვის მექანიზმია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ტერორიზმის აღმოფხვრა“,- წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები