გიორგი ვოლსკი: გარკვეული კანონები გამკაცრდება, ეს აუცილებელია

„გარკვეული კანონები გამკაცრდება, ეს აუცილებელია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა.

მისივე თქმით, კანონები საჭიროა.

„გარკვეული კანონები გამკაცრდება, აუცილებელია და არაფერი ამაში ისეთი არ არის, რაც ვთქვათ, არ არის განვითარებულ დემოკრატიებში. ისმის მთავარი კითხვა, საჭიროა კანონების მიღება, ან გაძლიერება, უფრო გამკაცრება. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა. ვინც ფიქრობს, რომ ამას არაფერი წინაპირობა და საფუძველი არ აქვს, ის არის კონკრეტული ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ ქვეყნის ნგრევით. საჭიროა ეს კანონები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები