დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკის საელჩო ამტკიცებდა, რომ თითქოს USAID-ი იყო დემოკრატიის მნათობი, არადა თურმე ყოფილა შესაძლებლობა საკუთარი ფინანსური რესურსებით ქვეყნებში მოეხდინა რევოლუციები, არეულობები და ჩარეულიყვნენ არჩევნებში

„ბოლო პროცესებმა აჩვენა, რომ ამერიკაში ყოფილა ცოდნის ნაკლებობა. მათ არ სცოდნიათ ის, რომ USAID-ი არის ბოროტების თავშესაფარი,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის” ხელმძღვანელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ამერიკის საელჩო, რომელმაც უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ამერიკელ გადამხდელთა თანხები USAID-ზე ამტკიცებდა, რომ ის იყო დემოკრატიის მნათობი, არადა თურმე ყოფილა შესაძლებლობა საკუთარი ფინანსური რესურსებით ქვეყნებში მოეხდინა რევოლუციები, არეულობები და ჩარეულიყვნენ არჩევნებში.

„ბოლო პროცესებმა აჩვენა, რომ ამერიკაში ყოფილა ცოდნის ნაკლებობა. მათ არ სცოდნიათ ის, რომ USAID-ი არის ბოროტების თავშესაფარი. არ იცოდნენ, რომ გარე დაფინანსებები არ ემსახურებოდა კარგ საქმეებს და ხშირად ქვეყნებში პოლიტიკური ჩარევებისთვის იყო გამოყენებული ამერიკელ გადამხდელთა თანხები. ამერიკის საელჩომ უნდა იცოდეს რაში იხარჯებოდა ამერიკელ გადამხდელთა თანხები. ამტკიცებდნენ, რომ თითქოს USAID-ი იყო დემოკრატიის მნათობი, არადა თურმე ყოფილა შესაძლებლობა საკუთარი ფინანსური რესურსებით ქვეყნებში მოეხდინა რევოლუციები, არეულობები და ჩარეულიყვნენ არჩევნებში,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები