“ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ თანხის ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით იხარჯებოდა, 15 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული „პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების“ მობილიზებისთვის” – ვოლსკი

“ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ თანხის ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით იხარჯებოდა, 15 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული „პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების ,,მობილიზებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„უნდა წავიკითხოთ, რისთვისაც იყო გამოყოფილი უშველებელი თანხა და არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით იხარჯებოდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ თანხის ძალიან დიდ ნაწილს, 15 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული, რათა ვციტირებ: „პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების“ მობილიზება მოხდეს არჩევნების წინა პერიოდის და შემდგომი პერიოდის განმავლობაში, ანუ პირდაპირ მითითებულია ამ თანხის დანიშნულება, შეიქმნას გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გარკვეულ ვითარებაში აგრესიულ მოქმედებებზე გადავლენ. ფაქტია, ვიხილეთ ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის ამ მიზნით ხარჯვა, ამას არც არავინ მალავდა, პირდაპირ იყო ჩაწერილი ხარჯების დახასიათებაში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, გარკვეული პოზიტიური პროექტების მიღმა გაცილებით უფრო დიდი რესურსით ხორციელდებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. არა მარტო ჩართვა ოპოზიციური პარტიების დახმარების თვალსაზრისით, არამედ აგრესიული რესურსის მობილიზება, რომ გარკვეული პოლიტიკური პოზიცია ყოფილიყო მხარდაჭერილი და წახალისებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები