მამუკა მდინარაძე: აშშ-ში ელჩობის კანდიდატზე არ გვისაუბრია ნამდვილად – არ ვიცი მთავრობაში ამაზე საუბარი შედგა თუ არა

„კანდიდატზე არ გვისაუბრია ნამდვილად. არ ვიცი მთავრობაში ამაზე საუბარი შედგა თუ არა, ყოველ შემთხვევაში პირადად მე ასეთი საუბრის მონაწილე არ ვყოფილვარ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატიური ხაზები მუშაობს იმაზე, რომ, მათ შორის, მაქსიმალური გამჭვირვალობით, მეორე მხარის მიმღებლობით ეს საკადრო პოლიტიკაც სწორად დალაგდეს.

„მოგეხსენებათ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ასეთი დიდი ქვეყნების პრეზიდენტები ცოტა მოგვიანებით იცლიან ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენი დიპლომატიური ხაზები მუშაობს იმაზე, რომ, მათ შორის, მაქსიმალური გამჭვირვალობით, მეორე მხარის მიმღებლობით და ა.შ. ეს საკადრო პოლიტიკაც სწორად დალაგდეს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები