“უნდა გადამოწმდეს და გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი” – შალვა პაპუაშვილი

“აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის აღიარების შემდეგ, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ შიდა პოლიტიკაში მავნე ჩარევა ფინანსდებოდა, გასაკვირი აღარაა, რატომ ააჯანყეს დონორებმა მათი ენჯეოები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი.

“ამის ფონზე, სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია.

უნდა გადამოწმდეს და გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები