მამუკა მდინარაძე: თუ რომელიმე პატიმარი შიმშილობის საფუძველზე დატოვებს ციხეს, ეს იქნება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის დამანგრეველი, რადგან ხვალ ყველა პატიმარი დაიწყებს შიმშილობას და ყველა სახლში უნდა გაუშვა

“პოლიციელზე ხელის აღმართვა უნდა იყოს აღკვეთილი„ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა.

„უდიდესი სპეკულაცია იყო გუშინ გამოცემა „ბათუმელების“ მხრიდან თავისივე დამფუძნებლის საკითხთან დაკავშირებით. ჩემი ნათქვამი სიტყვიდან, როდესაც პირდაპირ ხელს ვადებდი „ნაცებს“ და ამ პროტესტების ორგანიზატორებს, რომ მათ უნდათ გარდაიცვალოს და მოკლან ის ადამიანი, რომელიც შიმშილობს და ამ შიმშილისკენ მოუწოდებენ, რომელიც ვთქვი, რომ სიკვდილით მთავრდება. შიმშილს თუ არ დაანებებს ადამიანი თავს, სამწუხაროდ ბოლოს ფატალური შედეგი დგება. ეს უნდათ და ამისკენ მოუწოდებენ მეთქი – ეს ყველაფერი ამოჭრეს და [დატოვეს] შიმშილი მთავრდება სიკვდილით – მამუკა მდინარაძე მზია ამაღლობელზე. ეს არის ბინძური სპეკულაცია.

გატყუებენ მეგობრებო. თუ ვინმე შემორჩენილხართ, გულწრფელად რომ გჯერათ, რომ ჩელიაბინსკში ვართ და ათასი სისულელის, ასე გატყუებენ თავად „ბათუმელები“, რომელიც პირველი დაინტერესებული ორგანიზაცია უნდა იყოს, როგორ გადარჩეს, იყოს ჯანმრთელად მათი დამფუძნებელი. დაკავებული იყო, რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს და პოლიციელს შეგნებულად ურტყამს ხელს, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ პოლიციელზე ხელის აღმართვა უნდა იყოს აღკვეთილი, მათ შორის პრევენციული მიზნებით. თუ რომელიმე პატიმარი შიმშილობის საფუძველზე დატოვებს ციხეს, ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის დამანგრეველი იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ ყველა პატიმარი დაიწყებს შიმშილობას და ყველა სახლში უნდა გაუშვა. ასეთ დათმობაზე არცერთი სახელმწიფო არ მიდის.
მართალი არის თუ არა ადამიანი, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. როდესაც ვხედავთ, რომ პირდაპირ ეთერში პოლიციელს მისი თანამშრომლების თვალწინ სახეში ხელს ურტყამს ადამიანი, შემდეგ ეს გინდათ გმირობად გაასაღოთ, ეს არის თქვენი მავნებლობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. მზია ამაღლობელს მოუწოდებთ შიმშილისგან სიკვდილისკენ და თქვენ კლავთ. ეს ადამიანი გმირი ვერ იქნება და მით უმეტეს, შიმშილობის საფუძველზე ვერ გათავისუფლდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები