მამუკა მდინარაძე: ტრენერები და მათთან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ ხვალ, აქციის მონაწილეებს აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ და ეუბნებიან, რომ ეს მოასწრონ სანამ ეს დანაშაული არ არის – ეს არის დანაშაული

„მთავრობას სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში ცენტრალური მაგისტრალები რომ არ შეეტანა, ამ შემთხვევაში დანაშაულიც კი არ გამოდიოდა ცვლილებების გარეშე, ახლა ცვლილება არ სჭირდება,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიული ობიექტების გადაკეტვა დანაშაულია.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრენერები და მათთან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ თუ არ ვცდები ხვალ, აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ აქციის მონაწილეებს და ეუბნებიან, რომ მოასწრონ მანამ, სანამ ეს დანაშაული არ არის. გამორიცხულია, არ იცოდნენ, რომ დანაშაული არ არის, რადგან ის ცენტრალურ მაგისტრალში გადის და ეს ცენტრალური მაგისტრალი გადის სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში. აქედან გამომდინარე, დღეს არის დანაშაულია. რადგან ეს იციან, მიზანი არის რომ პროტესტის მონაწილეები გაწირონ, გადააკეტინონ და მერე ეს ადამიანები პოლიციას დააჭერინონ და თქვან, რომ ესენი არიან რეჟიმის პატიმრები.

ვთხოვე ყველას ვისაც საპროტესტო მუხტი აქვს, ყურადღება მიაქციონ რას უკეთებდნენ ამ აქციის რეალური ორგანიზატორები – ატყუებდნენ, რომ არ არის დანაშაული, ხვალ გადააკეტინებდნენ გზას, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათი დაკავება სისხლის სამართლებრივი წესით და შემდეგ იტყოდნენ რომ ამ ხალმა ეს არ იცოდა და უდანაშაულოები ვართო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები