“მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ამ მოხსენებისთვის” – შალვა პაპუაშვილი

“მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ამ მოხსენებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ გადავხედოთ გასულ წელს, შევაჯამოთ ის, თუ რა ვითარებაში მოუწია ჩვენს ქვეყანას მართლაცდა გადარჩენის ვიწრო ბილიკზე გასვლა და მადლობა ამ შეფასებისთვის, ასევე, იმ მომავალი ხედვისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ყველა ამ მიმართულებით, რომელზეც თქვენ გქონდათ საუბარი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები