Travel Door: OTM 2025-ზე ძალიან დიდი ინტერესია, როგორც საქართველოს სათავგადასავლო, ასევე MICE მიმართულებით
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
OTM 2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენის შედეგებზე საუბრობს ტურისტული კომპანია Travel Door-ის წარმომადგენელი თამუნა პაპავა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფართო ტურისტული ბაზარია ინდოეთი, სადაც საშუალება გვქონდა, მთელი ინდოეთისთვის გაგვეცნო საქართველო, ჩვენი კულტურა. საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოფენაა, ვინაიდან ახალი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის. OTM 2025-ზე ძალიან დიდი ინტერესია და საკმაოდ ბევრი მოთხოვნაა, როგორც საქართველოს სათავგადასავლო, ასევე MICE მიმართულებით. კორპორაციული ჯგუფების მოთხოვნები ხშირია და იმედი მაქვს, ამ მიმართულებით საკმაოდ განვითარდება ინდოეთის ბაზარი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით“,- ამბობს თამუნა პაპავა.
OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.