ჯასტინ ტრუდო: კანადას ტრამპის ტარიფებზე მკაცრი და მყისიერი პასუხი ექნება
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო კანადურ საქონელზე მკაცრი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმებს გამოეხმაურა.
ტრუდოს თქმით, აღნიშნულ საკითხზე კანადას მკაცრი და მყისიერი პასუხი ექნება.
„არავის – საზღვრის ორივე მხარეს – არ სურს იხილოს ამერიკული ტარიფები კანადურ საქონელზე.
დღეს შევხვდი კანადა-აშშ-ის საბჭოს. ბევრს ვმუშაობთ ამ ტარიფების აღსაკვეთად, მაგრამ თუ შეერთებული შტატები წინ წაიწევს, კანადა მზად არის მტკიცე და დაუყოვნებელი რეაგირებისთვის“, – განაცხადა კანადის მთავრობის მეთაურმა.
მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადა, მექსიკასა და ჩინეთს ახალ ტარიფებს დაუწესებს.