თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპი მექსიკას, კანადასა და ჩინეთს ახალ ტარიფებს დაუწესებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს მექსიკას, კანადასა და ჩინეთს ახალ ტარიფებს დაუწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ ხვალ, 1-ელ თებერვალს, პრეზიდენტ ტრამპისთვის დაწესებული ვადა რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადებით გრძელდება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა.

მისი თქმით, ტარიფები შეადგენს 25%-იან გადასახადს მექსიკასა და კანადაზე და 10%-იან ტარიფს ჩინეთზე „არალეგალური ფენტანილისთვის, რომელიც მათ ჩვენს ქვეყანაში გაავრცელეს, რასაც ათობით მილიონი ამერიკელი ემსხვერპლა“.

„ეს არის პრეზიდენტის მიერ გაცემული და შესრულებული დაპირებები“, – დასძინა კაროლინ ლევიტმა.

თეთრი სახლის პრესმდივანს არ უთქვამს დამატებითი დეტალები, მათ შორის, შეეხება თუ არა ტარიფები ნავთობის იმპორტს და იქნება თუ არა გათვალისწინებული გარკვეული გამონაკლისები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები