თურქეთში 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ჩეშმეს სანაპიროსთან 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იზმირიდან 203,99 კილომეტრის დაშორებით იყო.
მიწისქვეშა ბიძგები 5,4 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.